ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებასთან დაკავშირებით უცხოელ ექსპერტებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
13 მაისი 2021ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) ორგანიზებით, საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს აქტიური მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებასთან დაკავშირებით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის წარმომადგნელები, RUSI-ის უფროსი მკვლევარი პოლ ონილი და მონტენეგროს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, სასა იოვანოვიჩი,
შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავების პროცესი განიხილეს. უცხოელმა ექსპერტმა საბჭოს აპარატის წარმომადგენლებს მონტენეგროში არსებული საუკეთესო პრაქტიკა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლების პროცესში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი RUSI-ის წარმომადგენლებსა და მოწვეულ ექსპერტებთან პროდუქტიულ თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.