ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში ლექცია გამართა
10 ივლისი 2020ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) ლექცია გამართა.
„თავდაცვის ატაშეების მოსამზადებელი პროგრამის“ ფარგლებში, აპარატის უფროსმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და მისი აპარატის მანდატზე, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურასა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.