ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა
10 დეკემბერი 2020ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, დევიდ დე ფალკოსთან
ვირტუალური ვიზიტის ფარგლებში, ონლაინშეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საბჭოს აპარატის კოორდინაციით მიმდინარე სტრატეგიულ პროექტებს. განსაკუთრებული აქცენტი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმაზე გაკეთდა.
მხარეებმა საინვესტიციო საქმიანობის შესწავლის/კონტროლის მექანიზმები და ამ მიმართულებით, თანამედროვე სისტემის შემუშავების პროცესის მიმდინარეობა განიხილეს.
კახაბერ ქემოკლიძემ ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის საელჩოს მნიშვნელოვანი თანადგომა ამ პროცესში, რისთვისაც აშშ-ის მხარეს მადლობა გადაუხადა.
ონლაინშეხვედრას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ვაჭრობის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.