ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი თურქეთის ელჩს შეხვდა
26 იანვარი 2021ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
კახაბერ ქემოკლიძემ ელჩს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს და მისი აპარატის მანდატი, ასევე, საბჭოს აპარატის კოორდინაციით მიმდინარე სტრატეგიული პროექტები გააცნო.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები მიმოიხილეს.
საუბრისას ხაზი გაესვა თურქეთის რესპუბლიკასთან, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს.
მხარებმა, ასევე, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.