ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა ესტონეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
2 თებერვალი 2021ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რიინა კალიურანდთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
კახაბერ ქემოკლიძემ ელჩს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა და ამ მიმართულებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს და მისი აპარატის მანდატი გააცნო.
შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოს წინაშე უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები და საფრთხეები განიხილეს.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა ხაზი გაუსვა ესტონეთის მნიშვნელოვან მხარდაჭერას საქართველოს წინაშე კიბერუსაფრთხოებისა და დეზინფორმაციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებთან ბრძოლაში .
მხარეებმა, ასევე, საქართველოში ესტონეთის საელჩოსა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.