ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის წარმომადგენლები ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიის კიბერუსაფრთხოების უფროს ექსპერტს შეხვდნენ
27 თებერვალი 2021ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის წარმომადგენლებმა, შეხვედრა გამართეს ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიის (eGA) კიბერუსაფრთხოების უფროს ექსპერტ მერლე მაიგრესთან.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის წარმომადგენლებმა სტუმარს საბჭოს აპარატის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნეს. შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებული აქცენტი კიბერუსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმაზე და მის ძირითად კომპონენტებზე გაკეთდა. ამასთან, ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიის (eGA) კიბერუსაფრთხოების უფროსმა ექსპერტმა, აკადემიის საქმიანობასა და ქართულ მხარესთან თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება.
ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემია (eGA) 2002 წელს დაარსდა და ესტონეთის მთავრობის, ღია საზოგადოების ინსტიტუტისა (OSI) და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს.