ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის წარმომადგენელმა, ეუთოს მიერ კლიმატის ცვლილებისა და უსაფრთხოების თემაზე გამართულ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა
2 მარტი 2021ეუთოს ორგანიზებით, კლიმატის ცვლილებისა და გარემოს უსაფრთხოების საკითხებზე საკონსულტაციო ონლაინშეხვედრები ორ ეტაპად გაიმართა.
შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნა ეუთოს ეკონომიკისა და გარემოსდაცვითი საკითხების კოორდინატორმა, ვუკ ჟუგიჩმა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის წარმომადგენელმა, ეუთოს ეკონომიკისა და გარემოსდაცვითი საკითხების საკოორდინაციო ოფისის წარმომადგენლებმა, ასევე, უცხოელმა ექსპერტებმა და საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის შესაბამისი უწყებების თანამშრომლებმა.
ონლაინშეხვედრებზე მონაწილეებმა განიხილეს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხეები და გამოწვევების დაძლევის გზები.