ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ისრაელის ელჩს შეხვდა
4 მარტი 2021ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო იობაშვილი საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რან გიდორს შეხვდა.
ნინო იობაშვილმა ელჩს საბჭოს აპარატის კოორდინაციით მიმდინარე პროექტები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების განახლების ეტაპებს.
შეხვედრაზე, განხილულ იქნა საქართველოსა და ისრაელის წინაშე უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები და საფრთხეები.
მხარეებმა, ასევე, ისრაელის საელჩოსა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს შორის სამომავლო თანამშრომლობის ფორმატებზე იმსჯელეს.