ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის წარმომადგენელმა ევროკავშირი-საქართველოს კონსულტაციებში მიიღო მონაწილეობა
11 მარტი 2021თავდაცვისა და უსაფრთხოების თემაზე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსულტაციების ფარგლებში უწყებათშორისი დისტანციური შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის შიდა და საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტის დირექტორმა, სერგო თურმანიძემ, რომელმაც კიბერუსაფრთხოების თემაზე, ასევე, საქართველოს წინაშე არსებულ ჰიბრიდულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ვრცლად ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კიბერუსაფრთხოების სფეროში რეფორმის მიმდინარეობასა და ჰიბრიდული რისკების კითხვარის განხილვას.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ევროკავშირისა და საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.
თავდაცვისა და უსაფრთხოების თემაზე, ევროკავშირი-საქართველოს კონსულტაციების ფორმატში შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.