ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ეწვია
20 მაისი 2021ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს უნგრეთის დელეგაცია ეწვია. დელეგაციას უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, ტამაშ ვარგა ხელმძღვანელობდა.
ვიზიტის ფარგლებში, უნგრელ სტუმრებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, სერგო თურმანიძე შეხვდა.
სერგო თურმანიძემ ტამაშ ვარგას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და მისი აპარატის მანდატი, ასევე, საბჭოს აპარატის კოორდინაციით მიმდინარე სტრატეგიული პროექტები გააცნო.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და შესაბამისი გამოწვევები მიმოიხილეს. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება, ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობასა და ამ მიმართულებით სამომავლო პერსპექტივებს დაეთმო.