ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის თემაზე გამართულ ვებინარში სპიკერის სტატუსით მიიღო მონაწილეობა
16 ივნისი 2021ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, სერგო თურმანიძემ ვებინარში - „დამოუკიდებლობის 30 წელი - ჰიბრიდული საფრთხეების ახალ ფორმებთან ბრძოლა“, სპიკერის რანგში მიიღო მონაწილეობა.
სერგო თურმანიძემ, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოსა და რეგიონის წინაშე არსებულ ჰიბრიდულ საფრთხეებზე ისაუბრა. ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის კონტექსტში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე და საბჭოს აპარატის კოორდინაციით მიმდინარე რეფორმებზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის კუთხით საქართველოსა საერთაშორისო პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და შესაბამის სამოქმედო მიმართულებებს.
დისტანციური შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციითა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ევროპული დახელოვნების ცენტრის (ქ. ჰელსინკი) მხარდაჭერით ჩატარდა.
ვებინარში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის წარმომადგენელთან ერთად, ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ევროპული დახელოვნების ცენტრის, ფინეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.