ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ისრაელის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
18 ივნისი 2021ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, სერგო თურმანიძემ საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რან გიდორდან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
სერგო თურმანიძემ ისრაელის ელჩს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და საბჭოს აპარატის კოორდინაციით მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები და ინიციატივები, ასევე, შესაბამისი სამოქმედო მიმართულებები განიხილეს.