ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ხელმძღვანელს შეხვდა
22 სექტემბერი 2021ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, სერგო თურმანიძემ, ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ გუნდის ხელმძღვანელთან, ტიბორ დრაშკოვიჩთან და პროექტის უფროს ექსპერტებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
სერგო თურმანიძემ სტუმრებს საბჭოს აპარატის მანდატი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
შეხვედრაზე, მხარეებმა თანამშრომლობის შესაძლებლობები და შესაბამისი სამოქმედო მიმართულებები განიხილეს.
პროექტი „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ორ წელიწადზე მეტია ხორციელდება და ნოემბრის შემდეგ, დამატებით ორი წლით გახანგრძლივდება. აღნიშნულ პერიოდში, ყურადღება ძირითადად, უსაფრთხოების სექტორში, კონკრეტულ მიმართულებებზე შესაძლებლობების გაძლიერებას დაეთმობა.