ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს საფრანგეთის თავდაცვის ატაშე ეწვია
8 თებერვალი 2022ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, სერგო თურმანიძემ და თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის დირექტორმა, თინათინ აღნიაშვილმა საფრანგეთის თავდაცვის ატაშესთან საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკ ფრედერიკ კამპოსთან და მის მოადგილესთან - მე-3 რანგის კაპიტან, შარლ ვიქტორ ორისთან გაცნობითი შეხვედრა გამართეს.
სერგო თურმანიძემ სტუმრებს აპარატის მანდატი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ასევე, საბჭოს აპარატის კოორდინაციით მიმდინარე სტრატეგიული პროექტები გააცნო.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის ფორმატები და სამოქმედო მიმართულებები განიხილეს.