ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში ენერგოუსაფრთხოების თემაზე ტრენინგი ჩატარდა
9 თებერვალი 2022ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კოორდინაციითა და ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით, ენერგოუსაფრთხოების თემაზე სამდღიანი დისტანციური სწავლება გაიმართა.
ტრენინგი პოლონური მხარის აქტიური ჩართულობით ჩატარდა.
ექსპერტებმა, დომინიკ იანკოვსკიმ, მარიუშ რუშელმა და ევა მატაჩინსკამ ენერგოუსაფრთხოებისა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე ისაუბრეს.
სწავლებას ესწრებოდნენ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლები.