ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს ევროკავშირის დელეგაცია ეწვია
10 მარტი 2022ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, გივი თუმანიშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილესთან, ასუნსიონ სანჩეს რუისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
გივი თუმანიშვილმა სტუმრებს საბჭოს აპარატის კოორდინაციით მიმდინარე სტრატეგიული პროექტები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვისა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს დაეთმო.
შეხვედრაზე განხილულ იქნა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები.
მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამოქმედო მიმართულებებზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას, ასევე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისა და საქართველოში ევროკავშირის ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ.