ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი საქართველოში შვეიცარიის თავდაცვის ატაშეს შეხვდა
10 მარტი 2022ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, გივი თუმანიშვილმა საქართველოში შვეიცარიის თავდაცვის ატაშესთან, დანიელ რუსელოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
გივი თუმანიშვილმა სტუმარს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და მისი აპარატის საქმიანობა გააცნო. მან, ასევე, საბჭოს აპარატის კოორდინაციით მიმდინარე ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესსა და სტრატეგიული მიმართულებების შესახებ ისაუბრა.
შეხვედრის ძირითადი თემა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო. აღნიშნულ კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება, საქართველოს წინაშე უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეების განხილვას დაეთმო.
მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრას, ასევე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის დირექტორი, თინათინ აღნიაშვილი და კრიზისული ვითარების ეროვნული ცენტრის (დეპარტამენტის) დირექტორი გიორგი ღიბრაძე დაესწრნენ.