ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს აშშ-ის საელჩოს დელეგაცია ეწვია
11 მარტი 2022ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს საქართველოში აშშ-ის საელჩოს დელეგაცია ეწვია. დელეგაციას აშშ-ის ელჩის მოადგილე, რაიან ჰარისი ხელმძღვანელობდა.
ამერიკელ სტუმრებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი, გივი თუმანიშვილი და აპარატის თანამდებობის პირები შეხვდნენ.
გივი თუმანიშვილმა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, მისი აპარატის მანდატი და მუშაობის სპეციფიკა გააცნო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საბჭოს აპარატის კოორდინაციით მიმდინარე პროექტებს, ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესსა და უწყებათშორისი თანამშრომლობის ფორმატებს.
გივი თუმანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის საელჩოს მნიშვნელოვანი თანადგომა აპარატის საქმიანობის ეფექტურად განხორციელების პროცესში, რისთვისაც აშშ-ის მხარეს მადლობა გადაუხადა.
მხარეები, უსაფრთხოების კუთხით ორ ქვეყანას შორის არსებული პროდუქტიული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე შეთანხმდნენ.