ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
22 მარტი 2022ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, გივი თუმანიშვილმა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელთან, ალექსანდრ ვინიკოვთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
გივი თუმანიშვილმა ალექსანდრ ვინიკოვს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა სტუმარს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, მისი აპარატის მანდატი და მუშაობის სპეციფიკა გააცნო. მან, ასევე ისაუბრა საბჭოს აპარატის კოორდინაციით მიმდინარე პროექტებისა და ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესის შესახებ.
შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. ყურადღება, ასევე, საქართველოს უსაფრთხოების გარემოს განხილვას დაეთმო.
მხარეებმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატსა და ნატოს სამეკავშირეო ოფისს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატთან არსებულ უცხოელ მრჩეველთა ჯგუფის ფარგლებში, რომლის ერთ-ერთი მუდმივი წევრი ნატოს სამეკავშირეო ოფისის სამხედრო წარმომადგენელია.
შეხვედრას, ასევე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ.