ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების სწავლების ევროპული ცენტრის დელეგაცია ეწვია
14 აპრილი 2022ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, გივი თუმანიშვილმა, ჯორჯ მარშალის სახელობის ევროპული უსაფრთხოების ცენტრის დირექტორთან, ბერი სიგუინთან და დელეგაციის სხვა წევრებთან, შეხვედრა გამართა.
გივი თუმანიშვილმა სტუმრებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მანდატი, საბჭოს აპარატის სტრუქტურა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. მან ვრცლად ისაუბრა საბჭოს აპარატის კოორდინაციით მიმდინარე პროექტებსა და ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესის შესახებ, ასევე, საბჭოს აპარატის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრაზე, ბერი სიგუინმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თანამშრომლებისთვის, ჯორჯ მარშალის სახელობის ევროპული უსაფრთხოების ცენტრში, პროფესიული განვითარების მიმართულებით შესაძლებლობების შეთავაზების შესახებ ისაუბრა.
მხარეებმა, შეხვედრაზე, უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზეც იმსჯელეს და ამ კუთხით, შესაბამის სამოქმედო მიმართულებებზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას, ასევე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დეპარტამენტების დირექტორები დაესწრნენ.