ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს დანიის სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ეწვია
18 მაისი 2022საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს, დანიის სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, პოლკოვნიკ იენს ერიკ ჰიორტის ხელმძღვანელობით ეწვია.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილემ, გიორგი ღიბრაძემ და კრიზისული ვითარების მართვის ეროვნული ცენტრის (დეპარტამენტის) წარმომადგენლებმა სტუმრებს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) კრიზისების მართვის ინიციატივის ფარგლებში საქართველოს კრიზისული ვითარების მართვის სისტემა და მისი გაძლიერების პრიორიტეტული მიმართულებები წარუდგინეს.
შეხვედრაზე მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.
ვიზიტი SNGP-ის ფარგლებში გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მიმართ დანიის მხარდაჭერის გაძლიერებას თავდაცვის, სამოქალაქო უსაფრთხოების შესაძლებლობებისა და ეროვნული მედეგობის გაზრდის კუთხით.
არსებითი პაკეტის კრიზისების მართვის ინიციატივას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი, ხოლო ნატოს მხრიდან - დანიის სამეფოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო (Danish Emergency Management Agency, DEMA HQ).