ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს ესტონეთის სამაშველო საბჭოს წევრები ეწვივნენ
8 სექტემბერი 2022ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს, ესტონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო საბჭოს წევრები, საბჭოს უფროსის - კუნო ტამეარუს ხელმძღვანელობით ესტუმრნენ.
ესტონელ სტუმრებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, გივი თუმანიშვილმა და კრიზისული ვითარების მართვის ეროვნული ცენტრის (დეპარტამენტის) წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.
შეხვედრაზე, გივი თუმანიშვილმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და მისი აპარატის მანდატზე, ასევე, საბჭოს აპარატის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.
კრიზისული ვითარების მართვის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ესტონეთის დელეგაციის წევრებს საქართველოს კრიზისული ვითარების მართვის სისტემა გააცნეს.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის ფორმატები განიხილეს.