ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
31 იანვარი 2020ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰელენ სანდ ანდრესენთან.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესები მიმოიხილეს. საუბარი ასევე შეეხო კიბერუსაფრთხოების საკითხს, მასთან დაკავშირებულ საფრთხეებს და სამომავლო თანამშრომლობის აუცილებლობას.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების (საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი) განახლების საკითხზე და აღნიშნულ პროცესში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მანდატსა და როლზე.