ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში მიმდინარე საერთაშორისო კურსის მონაწილეები ეწვივნენ
6 თებერვალი 2020ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში, გაცნობითი სახის ვიზიტით თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) მიმდინარე საერთაშორისო კურსის მონაწილეები იმყოფებოდნენ.
ორკვირიან კურსს, „სამხრეთ კავკასია შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის ძალების, უსაფრთხოების სექტორისა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კურსის მონაწილეებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი, კახაბერ ქემოკლიძე შეხვდა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს როლსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე ესაუბრა.
კახაბერ ქემოკლიძემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა ქვეყნის წინაშე უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესებსა და მათგან მომდინარე საფრთხეებზე.