ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
14 თებერვალი 2020ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როზარია პუგლისთან, შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და მისი აპარატის საქმიანობაზე და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებსა და სამომავლო პერსპექტივებს. შეხვედრაზე 18 თებერვალს ქ. ბრიუსელში (ბელგიის სამეფო) ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე დასასწრებად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის ვიზიტი იქნა განხილული.
შეხვედრაზე მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს არსებულ საკითხებსა და სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებზე კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით. საუბარი ასევე შეეხო კიბერუსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს.