ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა ოფისის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის დირექტორს და საქართველოში დიდი ბრიტან
10 მარტი 2020ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, შეხვედრა გამართა გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა ოფისის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის დირექტორ მარტინ ჰარისსა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩთან, ჯასტინ მაქქენზი სმიტთან.
შეხვედრაზე მხარეებმა კიბერუსაფრთხოების კუთხით, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე ისაუბრეს და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
ვახტანგ გომელაურმა კიბერუსაფრთხოების სფეროში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და მისი აპარატის როლსა და ფუნქციებზე ისაუბრა. მან, დიდი ბრიტანეთის მთავრობას, კიბერუსაფრთხოების სფეროში გაწეული დახმარებისა და 2019 წლის 28 ოქტომბერს, რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევაზე, გაერთიანებული სამეფოს მხრიდან აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრის ფარგლებში, ვახტანგ გომელაურმა სტუმრებს ეროვნული სიტუაციური ოთახი დაათვალიერებინა.