კახაბერ ქემოკლიძე საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის ელჩ კაი კაარელსონს შეხვდა
30 იანვარი 2020ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ, საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის ელჩ კაი კაარელსონთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს როლსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნის წინაშე კიბერუსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობას.
კახაბერ ქემოკლიძემ, საუბრისას, ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესებზე, მზარდ მილიტარიზაციასთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით, ადგილზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრაზე დაფიქსირებულ იქნა, რომ არსებული გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოსთვის, საერთაშორისო საზოგადოების მიერ, რელევანტურ აქტორებთან მკაფიო გზავნილებით მხარდაჭერა, კრიტიკული მნიშვნელობის მატარებელია.