კახაბერ ქემოკლიძემ თავდაცვის საკითხებზე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უცხოელ მრჩეველთა ჯგუფთან, ვიდეოკონფერენციის ფორმატში პირველი შეხვედრა გამართა
11 მაისი 2020ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელმა, კახაბერ ქემოკლიძემ, თავდაცვის საკითხებზე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უცხოელ მრჩეველთა ჯგუფთან, ვიდეოკონფერენციის ფორმატში პირველი შეხვედრა გამართა.
შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება ახალი კორონავირუსის (COVID 19) გავრცელების წინააღმდეგ საქართველოს ბრძოლის სტრატეგიასა და ამ მხრივ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დაქვემდებარებაში არსებული ეროვნული სიტუაციური ოთახის მნიშვნელობას დაეთმო.
შეხვედრაზე მხარეებმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატსა და უცხოელ მრჩეველთა ჯგუფს შორის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის მიმართულებები და ფორმატები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესსა და სამუშაო პლატფორმების შექმნის აუცილებლობას.