კახაბერ ქემოკლიძემ ფონდის „ევროპული მომავლისთვის" ორგანიზებით და ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის მხარდაჭერით შექმნილი პროგრამის კურსში მიიღო მონაწილეობა
26 აგვისტო 2020ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ, ფონდის „ევროპული მომავლისთვის" ორგანიზებით და ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის მხარდაჭერით (GCSP), საქართველოში შექმნილი პროგრამის ფარგლებში, ონლაინკურსში მომხსენებლის რანგში მიიღო მონაწილეობა.
კახაბერ ქემოკლიძემ, სასწავლო კურსის მონაწილეებს კონფლიქტის ანალიზისა და მართვის, მოლაპარაკებებისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე ესაუბრა.
ონლაინ შეხვედრა კურსის - „ლიდერობა მშვიდობისთვის, კონფლიქტების ანალიზის მოგვარებისა და მართვის გზით“ - ფარგლებში გაიმართა.
კურსს, ასევე, უძღვებოდნენ: GCSP-ს სამშვიდობო ოპერაციებისა და მშვიდობის მშენებლობის მიმართულების ხელმძღვანელი, ანიკა ჰილდინგ ნორბერგი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი თანაშემწე, გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი და მუდმივი კოორდინატორი საფრანგეთში, ჩარლზ პეტრი.
დისტანციურ სწავლებაში საჯარო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების 20-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.