კახაბერ ქემოკლიძემ ჯორჯ მარშალის სახელობის ევროპული უსაფრთხოების ცენტრის პროფესორებთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრა გამართა
1 ივლისი 2020ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ ჯორჯ მარშალის სახელობის ევროპული უსაფრთხოების ცენტრის სტრატეგიული ინიციატივების, ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებების პროფესორებთან, ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოს ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების საკითხები და საბჭოს აპარატსა და მარშალის ცენტრს შორის, სამომავლო თანამშრომლობის ფორმატები განიხილეს.
შეხვედრისას საუბარი, ასევე, შეეხო ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების დროს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს და კრიზისული ვითარების მართვის პროცესში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის როლს. შეხვედრას ასევე დაესწრო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატთან არსებული უცხოელ მრჩეველთა ჯგუფის აშშ-ის წარმომადგენელი.