კიბერუსაფრთხოების სფეროში რეფორმის იმპლემენტაციის მიზნით შექმნილი უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
25 ივნისი 2021ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ორგანიზებით, კიბერუსაფრთხოების სფეროში რეფორმის იმპლემენტაციის მიზნით შექმნილი უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის (GCGC) მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, სერგო თურმანიძე უძღვებოდა.
შეხვედრის მონაწილეებმა, კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების საკითხებთან ერთად, კიბერუსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმის მიმდინარეობაც განიხილეს.
სამუშაო შეხვედრაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისა და კიბერუსაფრთხოების თემაზე მომუშავე უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრაში, ასევე, კიბერუსაფრთხოების სფეროში რეფორმის მხარდამჭერმა ბრიტანელმა ექსპერტებმა მიიღეს მონაწილეობა.