კიბერუსაფრთხოების სფეროში უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა
9 თებერვალი 2021ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ორგანიზებით, კიბერუსაფრთხოების სფეროში უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა კიბერუსაფრთხოების სფეროში რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნულ ღონისძიებაზე, ასევე, კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების პროცედურულ ასპექტებზე იმსჯელეს.
სამუშაო შეხვედრას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის, იუსტიციის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების თანამშრომლები დაესწრნენ. ღონისძიებაში ასევე, გაერთიანებული სამეფოს საელჩოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კიბერუსაფრთხოების სფეროში უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრები რეგულარულად გაიმართება.