კრიზისული ვითარების მართვის სისტემის გაუმჯობესების თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
8 აპრილი 2021ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კოორდინაციით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, კრიზისული ვითარების მართვის სისტემის გაუმჯობესების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კრიზისული ვითარების მართვის ეროვნული ცენტრის (დეპარტამენტის) დირექტორმა, გიორგი ღიბრაძემ გახსნა.
SNGP-ის ფარგლებში, კრიზისული ვითარების მართვის ინიციატივის იმპლემენტაციის წამყვანი სახელმწიფოს - დანიის სამეფოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა, ჯეიკობ ბანგ იეპესონმა, შეხვედრის მონაწილეებს კრიზისული ვითარების მართვის კუთხით დანიის სამეფოს გამოცდილება გაუზიარა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს კრიზისული ვითარების მართვის არსებული სისტემა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში კრიზისული ვითარების მართვის ინიციატივის იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმა და განსახორციელებელი ღონისძიებები.
შეხვედრაში, ასევე, შესაბამისი უწყებების - თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.