კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა
28 მაისი 2020ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ორგანიზებით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. კომისიას, რომელიც დაკომპლექტებულია შესაბამისი პროფილის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისგან, ხელმძღვანელობს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი, კახაბერ ქემოკლიძე.
შეხვედრაზე, კახაბერ ქემოკლიძემ, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის კომპლექსური რეფორმის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და მისი ძირითადი მიმართულებები მიმოიხილა.
სხდომის მონაწილეებმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კოორდინირებით კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის შესახებ კანონპროექტის შემუშავების აუცილებლობა და მისი შემდგომი ინიცირებისთვის საჭირო ნაბიჯები განიხილეს. მათ, ასევე, სექტორულ უწყებებთან თანამშრომლობის კუთხით არსებულ საჭიროებაზე ისაუბრეს და კანონპროექტის შემუშავების პროცესში, მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
ამასთან, სხდომაზე, შესაბამისი საკითხების განხილვა-დამუშავების მიზნით, უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფების (ექსპერტულ დონეზე) შექმნის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.