არჩევნებთან დაკავშირებული კიბერუსაფრთხოების თემაზე ტრენინგები გაიმართა
7 ოქტომბერი 2020ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კოორდინაციით, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით, არჩევნებთან დაკავშირებული კიბერუსაფრთხოების თემაზე, ტრენინგები გაიმართა.
სწავლებები სამ ეტაპად ჩატარდა და როგორც სტრატეგიული დონის, ისე ტექნიკური ტიპის სავარჯიშოებს მოიცავდა.
ტრენინგებში მონაწილეობა მიიღეს როგორც უშუალოდ კიბერუსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი, ისე საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული უწყებების თანამშრომლებმა. ამასთან, ტრენინგებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოში მოქმედი ინტერნეტ სერვის პროვაიდერების წარმომადგენლები.
სავარჯიშოების მიზანს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა და შესაბამისი საფრთხეების პრევენცია წარმოადგენდა. სწავლება როგორც დისტანციურად, ისე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მიერ ოპერირებად, ეროვნულ სიტუაციურ ოთახში მიმდინარეობდა.
ტრენინგი ევროსაბჭოსა და ევროკავშირის პროექტების - “CyberEast” და “CyberSecurity EAST” ფარგლებში ჩატარდა.