ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში SNGP-ის იმპლემენტაციის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
2 ივლისი 2021ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კრიზისული ვითარების მართვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გიორგი ღიბრაძემ დანიის სამეფოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენელთან, ტროელს გრაფთან და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელთან, ჯონ დევიდ დიკერთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები.
SNGP-ის ფარგლებში, კრიზისული ვითარების მართვის ინიციატივის იმპლემენტაციის წამყვანი სახელმწიფოს - დანიის სამეფოსა და საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლების ჩართულობის კოორდინაციას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი უზრუნველყოფს.