ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი IOM-ის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
28 ივლისი 2020ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი, კახაბერ ქემოკლიძე საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღვანელს, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს შეხვდა.
შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატსა და საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიას შორის, თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
კახაბერ ქემოკლიძემ სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა და ამ მიმართულებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს და მისი აპარატის მანდატი გააცნო.
შეხვედრაზე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, ხაზგასმით აღნიშნა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი როლი მიგრაციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებთან ბრძოლაში, როგორც საერთაშორისო, ასევე, რეგიონულ დონეზე.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელმა, საქართველოში, ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.