კახაბერ ქემოკლიძემ რონდელის ფონდის მიწვევით სასწავლო კურსის გახსნის ღონისძიებაზე ლექცია წაიკითხა
8 სექტემბერი 2020ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდის) მიწვევით, ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის პროგრამის ფარგლებში, სასწავლო კურსის გახსნის ღონისძიებაზე ლექცია წაიკითხა.
კახაბერ ქემოკლიძემ აუდიტორიას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს და მისი აპარატის მანდატი, ასევე, ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურა გააცნო.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა მიმოიხილა საქართველოს უსაფრთხოების გარემო და ეროვნული უსაფრთხოების პრიზმიდან დანახული გამოწვევები.
ლექციას ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის სასწავლო პროგრამის მსმენელები და რონდელის ფონდის მკვლევარები დაესწრნენ.
ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის სასწავლო პროგრამა, საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, 2001 წლიდან არსებობს.