კიბერუსაფრთხოების სფეროში რეფორმის იმპლემენტაციის მიზნით შექმნილი უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა
4 ივნისი 2021ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ორგანიზებით, კიბერუსაფრთხოების სფეროში რეფორმის იმპლემენტაციის მიზნით შექმნილი უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის (GCGC) მორიგი შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, სერგო თურმანიძე უძღვებოდა. შეხვედრას იუსტიციის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტები განიხილეს და კიბერუსაფრთხოების სფეროში რეფორმის მიმდინარეობაზე იმსჯელეს.