კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში რეფორმის მხარდამჭერი დონორების მეორე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2020ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში რეფორმის მხარდამჭერი დონორების მეორე საკოორდინაციო შეხვედრას უმასპინძლა.
შეხვედრაზე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ დონორებს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში რეფორმის იმპლემენტაციის კუთხით არსებული მდგომარეობა გააცნო.
საუბარი შეეხო ასევე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის, როგორც რეფორმის მაკოორდინირებელი სტრუქტურის მოკლე და საშუალოვადიან, ისევე როგორც გრძელვადიან გეგმებს რეფორმის შემდგომი იმპლემენტაციის კონტექსტში. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული აქცენტი რეფორმის ფარგლებში, საკანონმდებლო და კონცეპტუალური ბაზის შექმნის მიმართულებაზე გაკეთდა.
აღნიშნულთან ერთად, ხაზი გაესვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის მნიშვნელობას ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის კონტექსტში. ამ თვალსაზრისით, საუბარი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის აქტივობებს, განსაკუთრებით საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა და საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლების პროცესს შეეხო.
თავის მხრივ, დონორებმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თანამშრომლებს რეფორმის მხარდაჭერის კონკრეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნეს და ქართულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობის ინტერესი და მზაობა დააფიქსირეს.