ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს ეწვია
17 დეკემბერი 2021ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი, რომელიც საქართველოში თავის საქმიანობას ასრულებს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს ეწვია.
მას საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის დირექტორმა, თინათინ აღნიაშვილმა უმასპინძლა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატოს სამეკავშირეო ოფისსა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს შორის თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.
თინათინ აღნიაშვილმა როზარია პუგლისის სამახსოვრო საჩუქარი გადასცა, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.